Monday 26 November 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

დავხედე პორთფოლიოს კიდევ რეთხელ.გავამოწმე რა და როგორ შევასრულე. გავმართეთ ლამაზი, შემეცნებითი , საინტერესო პრეზენტაცია( ები). მივაწოდეთ ერთმანეთს კეთილი შეფასებით უკუკავშირი. გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილებები და რჩევები ერთმანეთს.
მადლობას ვუხდი ტრენერს ქ-ნ. შორენა ბადურაშვის, საინტერესო და შემეცნებითი, საჭირო -აქტუალური ტრენინგის წარმართვისათვის.
 ნახვამდის, იმედს ვიტოვებ ,რომ მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება .

Monday 19 November 2018

მერვე დღის რეფლექსია

მოსწავლის პრეზენტაცია

        სახელმძღვანელოში  გავეცანით  ფასილიტაციის  ტექნოლოგიებს,  ვიმუშავეთ  ფასილიტაციის  რესურსის  შექმნაზე.  შევისწავლეთ,  როგორ  გამოვიყენოთ  ტექნოლოგიები  სასწავლო  პრაქტიკის  გასაუმჯობესებლად.  განვიხილეთ  ფასილიტაციის  ნიმუშები  და  სტრატეგიების  მაგალითები.  ვისწავლეთ  ელექტრონული  კითხვარის  მომხადება,  გაზიარება,  ბლოგზე  გვერდების  დამატება,  ჩვენი  საქაღალდეები  ავტვირთეთ  დისკზე,  დავასრულეთ  პროექტის  გეგმა.

Friday 16 November 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელ დღეს ვიმუშავეთ დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის. გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს მივეცით ერთმანეთს რჩევები. ვიმუშავეთ პროექტის შაბლონში .  გავეცანით და რა დავალებებს მივცემთ სსსმ. მოსწავლეს  მუშაობისას. ტრენერი გვესაუბრა გარდნერის თეორიაზე და მის გამოყენებაზე. მადლობა ტრენერს საინტერესო იყო ძალიან.

Monday 12 November 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელ დღეს  ჯგუფის წევრებმა წავიკითხეთ და ერთმანეთს გავუზიარეთ  ჩვენი ნამუშევრები (მოსწავლის  პირველი ჯგუფის პრეზენტაცია)  მივეცით რჩევა-დარიგებები. გავეცანით შეფასებებს პროექტისთვის, გავეცანით შეფასებებს, შევქმენით რუბრიკები. ასევე გადავხედეთ პროექტის გეგმას.

Friday 9 November 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე  ერთმანეთს გავაცანით ჩვენი ნამუშევრები, გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები და მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი.შემდეგ ვიმუშავეთ   და  ინ ტერნეტი  განვიხილეთ, როგორც ინფორმაცცის მოპოვების წყარო და კომუნიკაციის საშუალება. გავეცანით ინტერნეტში საავტორო უფლებებს. ასევე გავეცანით მოსწავლის ნამუშევრებს და დავათვალიერეთ  ნიმუშები. ტრენერმა მოგვცა დავალება სახლში სამუშაოდ.        მადლობა ტრენერს

Monday 5 November 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე განსაკუტრებით შრომატევადი და ამავე დროს საინტერესო იყო. ვიმუშავეთ შეფასების ჩარჩოს შექმნაზე,გავეცანით მეთოდებს და ისტრუმენტებს.  შევქმენით შეფასების სქემა  წინარე ცოდნის  გასააქტიურებლად გამოვიყენეთ გონებრივი იერიში.  ვიმუშავეთ პოვერპოინტში სლაიდების შექმნაზე. მადლობა ტრენერს

Friday 2 November 2018

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე მნიშვნელივანი იყო იმით, რომ ვიმუშავეთ  პროექტის შაბლონში გადავიტანეთ სტანდარტები და ინდიკატორები. ასევე  ჩავწერეთ მიზნები, მიმართულების კითხვები ,ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ჯგუფის წევრები ერთმანეთს ვუზიარებდით  ჩვენს მოსაზრებებს. მადლიბა ტრენერს საინტერესო მუშაობისთვის.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
რატომ არის წყალი მნიშვნელოვანი
თემატური კითხვები
რა გამოყენება აქვს წყალს.
რომელი ელემენტებისაგან შედგება წყალი
რამდენ აგრეგატულ მდგომარეობაში გვხვდება წყალი
არის თუ არა ჯანმრთელობისათვის  უსაფრთხო მსოფლიოს ტბები და წყალსაცავები.
შინაარსობრივი კითხვები
როგორია წყლის შედგენილობა
როგორ შევამოწმოთ წყლის სისუფთავე.